“დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიზე გამოიდარებს, თუმცა 14 დეკემბრიდან ისევ ველოდებით დასავლეთიდან ცივი მასების შემოსვლას” –განაცხადა ხათუნა გოგალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და შესაძლებელია 14 დეკემვრიდან აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილშიც ნალექიანი ამინდი დაფიქსირდეს.
გარემოს დაცვის მინისტრის ინფორმაციით, 16 დეკემბრიდან მთელ საქართველოში ისევ გამოიდარებს. უნალექო ამინდები სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში იქნება, თუმცა დაბალი ტემპერეტურა ისევ შენარჩუნდება.