ახალი ამბები

შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

13 დეკემბერი, 2013 •
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მერლანი ამ დროისთვის დაკავებულია.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი