გამოცემას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ განუცხადა.
“ჩვენ უკვე განვაახლეთ მოლაპარაკებები. უკვე იყო ბრიუსელში ტექნიკური მისია, მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც განიხილება. უკვე განსაზღვრულია და ახლა შედგება პირველი ვიცე–პრემიერის სერგეი არბუზოვის ვიზიტი უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე”, – განუცხადა გამოცემას ლეონიდ კოჟარამ.
მისივე თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციისკენ:
“ჩემი აზრით, ქვეყანა, რომელიც არ მონაწილეობს ინტეგრაციის პროცესში, კარგავს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის კურსი და ეს არის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.