თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე (კმ21-კმ119) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანპსორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის (კმ1–კმ65) ვაზიანი–თელავის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, კახეთისკენ მიმავალ გზაზე საგზაო მოძრაობა ავტოსაგზაო შემთხვევის გამოც შეფერხდა:

 

“იქ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ტრაილერი იყო მოცურებული, რამაც გამოიწვია საცობი. უკვე მოხსნილია ეს პრობლემა, ჩვენგან წავიდა დამატებითი ჯგუფი ადგილზე მისახმარებლად და პრობლემა მოაგვარეს, მოძრაობა გახსნილია”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში. 

 

საცობი კახეთისკენ მიმავალ გზაზე/ფოტო: მეგი ბიბილური
საცობი კახეთისკენ მიმავალ გზაზე/ფოტო: მეგი ბიბილური

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *