შესაბამის ინფორმაციას და ფოტომასალას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

 

როგორც პრესსამსახური იუწყება, კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე 2014 წელს დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებზე იმსჯელეს: სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გახსნა, ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი. ღონისძიებების მომზადების სამუშაოებში ჩართული არიან საგარეო საქმეთა, კულტურის, სპორტისა და დიასპორის სამინისტროები. 


კომისიის თავმჯდომარემ ჯამლეტ ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილს ისრაელში ვიზიტის აღსანიშნავად შექმნილი სპეციალური ფოტოალბომი გადასცა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *