ასეთ შემთხვევაში ამნისტია შეეხებათ Pussy Riot-ის წევრებს, მარია ალიოხინასა და ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას, რომლებიც ხულიგნობის მუხლით გაასამართლეს, ასევე, “გრინფისის” აქტივისტებს.

 

ტოლოკონნიკოვას და ალიოხინას ორწლიანი პატიმრობა 2012 წლის 17 აგვისტოს მიუსაჯეს. ხოლო “გრინფისის” აქტივისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც 2013 წლის 18 სექტემბერს ეკოლოგებმა აქცია გამართეს ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ არქტიკაში “გაზპრომის” პლატფორმასთან.


BBC-ის ცნობით, თუკი რუსეთის დუმა ამნისტიის პროექტს დაამტკიცებს, ამნისტირება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდება.

Pussy Riot -ის სასამართლო პროცესი
Pussy Riot -ის სასამართლო პროცესი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *