ახალი ამბები

აბრამოვიჩს ვიზის მისაღებად შესაძლოა ქონების წარმომავლობის დადასტურება მოსთხოვონ

22 მაისი, 2018 • 1789
აბრამოვიჩს ვიზის მისაღებად შესაძლოა ქონების წარმომავლობის დადასტურება მოსთხოვონ

საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელ რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღების სანაცვლოდ, შესაძლოა, საკუთარი ქონების წარმომავლობის დადასტურება მოუწიოს. The Guardian-ის ინფორმაციით, რუსი ოლიგარქის ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადი კვლავაც განხილვის პროცესშია.

BBC წერს, რომ რუსი ბიზნესმენის ვიზას ვადა რამდენიმე კვირის წინ გაუვიდა და ამ დრომდე ჩელსის მფლობელი ვიზის განახლების მოლოდინშია.

BBC-ის ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი ბრიტანეთში ინვესტორის ვიზის მფლობელი იყო. ინვესტორის ვიზა 2008 წლიდან არსებობს და მისი შექმნის მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა გახდა. ვიზის მისაღებად საჭიროა ბიზნესმენმა სულ მცირე 2 მლნ გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელოს დიდ ბრიტანეთში. ინვესტიცია ბიზნესმენმა ან სახელმწიფო ობლიგაციებში უნდა ჩადოს, ან კომპანიის აქციის მფლობელი უნდა გახდეს, თუმცა არსებობს სხვა მოთხოვნებიც. ვიზის ხანგრძლოვობა დაახლოებით სამი წელია, თუმცა არსებობს შესაძლეობლობა, რომ ეს ვიზა ორი წლით კვლავ განახლდეს.

BBC-ის თანახმად, 2017 წელს ბრიტანეთში ინვესტორის ვიზაზე ყველაზე მეტი განაცხადი ჩინეთიდან და რუსეთიდან იყო შესული. გასულ წელს რუსეთის 48 მოქალაქემ ინვესტორის ვიზით ისარგებლა.

The Guardian წერს, რომ  აბრამოვიჩი, რომელიც კლუბ “ჩელსის” 2003 წლიდან ფლობს, გასულ კვირას ინგლისის ასოციაციის თასის მატჩს ვერ დაესწრო, რომელიც “ჩელსის” გამარჯვებით დამთავრდა.

Forbes-ის თანახმად, რუსი ბიზნესმენის ქონება 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Forbes წერს, რომ ოლიგარქის ქონებამ პიკს 2008 წელს მიაღწია, როდესაც ბიზნესმენის კაპიტალმა 23 მილიარდს გადააჭარბა. აბრამოვიჩი 8 წლის განმავლობაში იყო ჩუკოტკის გუბერნატორი

მასალების გადაბეჭდვის წესი