10:00– სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ ცეკვავა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ.
მის: მარშალ გელოვანის #6; საკონტაქტო პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი – 599 50 26 19

10:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ბრიფინგს გამართავს. 
თემაზე: აქვს თუ არა უფლება საკრებულოს დაიბაროს მინისტრი – გამოხმაურება ნარმანიას განცხადებაზე. 

 

10:50 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი ლალი აფციაური ბრიფინგს გამართავს. 
თემაზე: მდგომარეობა ციხეებში. 

11:00 –  ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება. 

11:00 – სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წელს ოფისის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

11:30–  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” დეპუტატი გოგლა ჟვანია პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 –  “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ ახვლედიანი.
თემა: კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალური არჩევნები- არალეგიტიმური ყრილობა.

12:00 – “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

 

12:00– “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იქნება ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

12:00 – თსუ–ს პირველ კორპუსთან გიორგი გაბედავა და გიორგი მამულიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: 13 დეკემბერს ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი აქცია – “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების გამოძიება და დასჯა.

12:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გორში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში”, სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. 

12:00– “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში “საქართველოს ბანკის” მომავლის ფონდის სამომავლო გეგმების პრეზენტაციას გამართავს.
მის: გაგარინის მოედანი #29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)

12.00 –ევროპის სახლში, მრგვალი მაგიდა “პატიმარ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა” გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #1

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითებზე პრესკონფერენციას გამართავს.

12:30 –”პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს თავისუფალი მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე 2014 წლის ბიუჯეტში მცირე მეწარმეების დაფინანსების პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13:00–  საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართება (პარლამენტის ფოიე).

13:00 –”პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება გიორგი ბარამიძე.

13:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “საქართველოს გზის” თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე თვითმმართველობის ალტერნატიული კოდექსის პარლამენტში ინიცირებაზე განცხადებას გააკეთებს.

13:00 – “პირველის” პრესკლუბის სტუმარი იქნება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია.
თემა: ლარის კურსის ვარდნა.

14:00 –სამუდამო პატიმრობამისჯილი გია გვიჩიანის ადვოკატები “ადვოკატთა ასოციაციის” ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა.

14:00 – პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საჯარო დისკუსია გაიმართება.

14:00 –”პირველის” პრესკლუბის” სტუმარი იქნება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

15:00 –  სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” “მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის” პრეზენტაცია გაიმართება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *