“მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ერთდერთი გზა– ეს არის შერიგება და გაგება. ყველა მხარის მოქმედებები უნდა მომდინარეობდეს მხოლოდ კანონის ჩარჩოებში და უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. ვიწვევ ყველას- პოლიტიკურ ძალებს, სასულიერო პირებს და საზოგადოების წევრებს საერთო ნაციონალურ დიალოგში. პირადად მე მზად ვარ ასეთი მრგვალი მაგიდისთვის,”– აცხადებს იანუკოვიჩი.
უკრაინის პრეზიდენტი ოპოზიციის წევრებსაც მიმართავს, უარი თქვან ულტიმატუმებზე და კომპრომისზე წავიდნენ.
“როგორც უკრაინის პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უფლებების დაცვისთვის და ყველა მოქალაქის მშვიდობისა და სიმშვიდისთვის, ყველაფერს გავაკეთებ.”