თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავაც, რომელმაც საქართველოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

“ვარდების რევოლუციის და ნარიჯნისფერი რევოლუციის მერე, ჩვენი კოლეგებისაგან, მეგობრებისაგან, საქართველოს გულშემატკივრებისაგან, მათ შორის უკრაინელებისგან, ყოველთვის გვესმოდა, რომ თუ შეძლო საქართველომ, აუცილებლად შეძლებს უკრაინაც. თუ შეძლო საქართველომ პოლიციის რეფორმის ჩატარება, ჩავატარებთ ჩვენც; თუ შეძლო კორუფციის დამარცხება, დავამარცხებთ ჩვენც; და საქართველო იყო მოდელი არა მხოლოდ ნარინჯისფერი მთავრობისთვის. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვანაირია. დღეს თუ შეძლებს უკრაინა, შეძლებს საქართველოც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მხირდან სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომელთაც უნდათ ერთადერთი რამ, უნდათ ევროპაში. იქ, სადაც არის მათი ადგილი, სადაც არის ჩვენი ადგილი. ამიტომ, თუ დღეს შეძლებს უკრაინა, ხვალ შეძლებს საქართველო,”– აცხადებს უგულავა. 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *