ახალი ამბები

მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტზე მოეწყო

11 დეკემბერი, 2013 •
მიუსაფართა პირველი თავშესაფარი მოსკოვის პროსპექტზე მოეწყო
მათივე ინფორმაციით, უკვე დადგმულია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი.


“კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება. დამატებით, ხვალ დილიდან აქვე განთავსდება კოტეჯები მედპუნქტისა და სამზარეულოს მოსაწყობად. დაწესდება მორიგეობაც იმისათვის, რომ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი და ოპერატიულ რეჟიმში გადაწყდეს წამოჭრილი ყველა საკითხი,”– წერია განცხადებაში.

 
თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად ჩართული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).
 
 
ოფიციალური ინფორმაციით, დღეს ღამიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე დაიწყებენ მიუსაფარი ადამიანების თავშესაფარში მიყვანას და განთავსებას.
 
 
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, რომელსაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურს.
 
 
“მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი