როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე განხილული ძირითადი თემები ახალი ინვესტიციების განხორციელებას შეეხებოდა.
“ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების შესახებ ვისაუბრეთ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, უცხოელი ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული გადამცემი ხაზი და ქვესადგური, რომელიც დღეს გაიხსნა, უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს საქართველოში სრულიად წარმოებული ელექტროენერგიის გატანას თურქეთის მიმართულებით ევროპაში. ამ შეხვედრაზე იყო საუბარი, სად უნდა გაკეთდეს ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, სამთავრობო კომისია შეიქმნება ამ საკითხზე,”- განაცხადა კახი კალაძემ.
კომენტარი ჟურნალისტებთან თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, თანერ ილდიზმაც გააკეთა.
“პოლიტიკური ჩვენი ურთიერთობები ძალიან მჭიდროა, და ეს წარმატებით განხორციელებული პროექტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს შორის არსებულ ურთიერთობებს. საუბარია მდინარე მტკვარზე ერთობლივი პროექტის შემუშვებაზე. სანამ დაიგეგმება საქართველოს პრეზიდეტისა და პრემიერის ვიზიტი თურქეთში, უნდა მოხდეს ამ საკითხზე გარკვეული მოლაპარაკება. თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული,”- ამბობს ილდიზი.