ახალი ამბები

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

11 დეკემბერი, 2013 •
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

ოფიციალური ცნობით, ნუგზარ ბუჩუაძეს ბრალად ედება ქურდული სამყაროს წევრობა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო შოთა სინაურიძეს – ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 13 წლამდე.

 

ამავე საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ 10 დეკემბერს ბრალი წარუდგინა გელა უშხვანს, სოლომონ დაშნიანსა და თეიმურაზ გურეშიძეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები, ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი და სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე, ასევე, მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.

 

პროკურატურის ინფორმაციით, უწყება კვლავ აგრძელებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პერიოდულად გაავრცელებს ინფორმაციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი