ახალი ამბები

26 მაისს საქართველოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა

21 მაისი, 2018 • 2039
26 მაისს საქართველოს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე 6 ქვეყნის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები ეწვევიან და საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაესწრებიან.

“ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცისდადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას – “თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია”.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება “კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში”, რომლის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.

26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოსპრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება.

26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, “სუხიშვილებისა” და “ბასიანის” მონაწილეობით გამართულკონცერტს დაესწრებიან,”- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი