ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა. მან მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ადეკვატური შეფასება მიეცეს უმრავლესობის მხრიდან დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელ განცხადებას, როდესაც მან საპარლამენტო უმცირესობის წევრს – გიორგი ბარამიძეს “ჩმორი” უწოდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის.
დავით უსუფაშვილის თქმით, მისი მხრიდან მოხდება აღნიშნულ საკითხზე სამართლიანი შეფასება.
“ჩვენი ამოცანა არაა ნაციონალურ მოძრაობასთან გამკლავება, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის მართვა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა უმცირესობის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.
“არ არის მაინცდამაინც მოსაწონი ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს საბაბი მივცეთ უმცირესობას, დატოვონ პარლამენტის სხდომა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.