დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება დარეჯან ჩხეტიანის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
ჩხეტიანი პარლამენტში ირინა იმერლიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო მოხდა.
დარეჯან ჩხეტიანი დაიბადა 1955 წლის 3 იანვარს. 1978 წელს ჩააბარა ქალაქ მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე, 1985-1988 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ორდინატურაზე.დარეჯან ჩხეტიანი 1987 წლიდან დღემდე არის შპს „ბოლნისის სამშობიარო სახლის“ დირექტორი, სვადასხვა დროს მუშაობდა ბოლნისის რაიონის საავადმყოფოში და მოსკოვის №5 სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად.
დარეჯან ჩხეტიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბოლნისის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.