ევროპის ენდოკრინოლოგების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ სწრაფმა დიეტებმა, რომლებიც საკვების მკვეთრ შემცირებას ითვალისწინებს, შეიძლება, დიაბეტის რისკი წარმოქმნას.
ენდოკრინოლოგების განცხადებით, კვების ასეთი რეჟიმი აზიანებს ორგანიზმში არსებულ შაქრის მარეგულირებელ ჰორმონს, ინსულინს, და სწორედ ეს ეფექტი ქმნის დიაბეტის მაღალ რისკს.
“ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ამას აჩვენებს. წონის კლების მიუხედავად, წყვეტილი სწრაფი დიეტები შესაძლოა მნიშვნელოვან ზიანს აყენებდეს პანკრეასს და ცუდი ეფექტი ჰქონდეს ორგანიზმში ინსულინის მუშაობაზე, რამაც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი შეიძლება მიაყენოს” – ამბობს ანა ბონასა, კლევის ერთ-ერთი ავტორი სან-პაოლოს უნივერსიტეტიდან.
გარდიანი წერს, რომ ბოლო პერიოდში წყვეტილი და სწრაფი დიეტები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ დიეტებს მისდევენ, მაგალითად, კვირაში 7 დღიდან 2 დღეს შიმშილობენ ან ე.წ. განტვირთვის დღეს იწყობენ. გარდიანი წერს, რომ წონის კლების თვალსაზრისით მათი წარმატება საკამათოა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობას იზიანებენ.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მოკლევადიანი სწრაფი დიეტები წარმოქმნის მოლეკულებს, რომლებიც “თავისუფლალი რადიკალების” სახელითაა ცნობილი და ისინი აზიანებენ ჯანმრთელ უჯრედებს, რაც ასევეე ზრდის კიბოს რისკს და აჩქარებს დაბერებას.
სან პაოლოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა სწრაფი დიეტების ეფექტი თაგვებზე 3 თვის განმავლობაში იკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ თაგვების საერთო მასა შემცირდა, ცხიმოვანი ქსოვილი მათ მუცელში გაიზარდა. დამატებით კი პანკრეასის უჯრედები, რომლებიც წარმოქმნის ინსულინს, დაზიანდა და ინსულინ-რეზისტენტულობა გამოვლინდა.
ანა ბონასა ამბობს, რომ დამატებით კვლევების ჩატარებაა საჭირო, რომ სწრაფი დიეტების ეფექტი ადამიანებზე იკვლიონ. თუმცა ამბობს, რომ სწრაფი დიეტები ჭარბწონიან ადამიანებში მეორე ტიპის დიაბეტის გამოწვევი შეიძლება გახდეს.