ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, ენერგო პრო ჯორჯიაშიც ადასტურებენ და დასძენენ, რომ ახლა ირკვევა, თუ რამ გამოიწვია პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო ბათუმს ელექტროენერგია დაახლოებით დღენახევრის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, რამაც სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ, 10 დეკემებრიდან აღუდგა ეტაპობრივად, თუმცა დღეს ისევ შეუწყდა.