ახალი ამბები

UNHCR საქართველოს საზღვრისპირა სოფლების დაცლაზე საუბრობს

11 დეკემბერი, 2013 •
UNHCR საქართველოს საზღვრისპირა სოფლების დაცლაზე საუბრობს

წარმომადგენლობების განცხადებით, სოფელში, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვი ცხოვრობს, რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. 


ვიზიტის მიზანი სოფელ წედისში, საქართველოში გაეროს ლტოლვლთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის განმარტებით, სოციალურდ დაუცველი მოსახლეობის ფულადი დახმარება და ფანჯრების იზოლაციისთვის საჭირო მასალითა და თბილი გადასაფარებლებით უზუნველეყოფა იყო.

 

„სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების ტოტალურმა იზოლაციამ რაჭის რეგიონის მაცხოვრებლები საარსებო შემოსავლის გარეშე დატოვა. ამიტომ რაჭა დაცარიელდა, მოსახლეობა საცხოვრებლად გადავიდა იქ, სადაც შეეძლება თავის რჩენა და შვილებისთვის განათლების მიცემა,“- აცხადებს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი. 


მისივე თქმით, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის დახმარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა საჭიროება დაკმაყოფილდეს  და რეგიონის დაცლის ტენდენცია შეჩერდეს.

 

„რეგიონს სჭირდება ყველა ძირითადი მოთამაშის, როგორიცაა მთავრობა, საერთაშორისო თანამეგობრობა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ბიზნესსექტორის ყურადღება და თანადგომა.”

 

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენელის, მარკ ემდენ-ანდრესის განცხადებით: 

 

„მწვავე საჭიროებაა სატრანსპორტო ქსელისა ბაზრებსა და სოფლებს შორის, რათა მოსახლეობისთვის საკვები და სხვა ძირითადი ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, საჭიროა საარსებო წყაროების შექმნა, რათა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებლებმა შეძლონ იქ დარჩენა და ადამიანურად ცხოვრება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი