ახალი ამბები

ანძის ცისარტყელის ფერებში განათება 17 მაისს არ უკავშირდება – მერია

20 მაისი, 2018 •
ანძის ცისარტყელის ფერებში განათება 17 მაისს არ უკავშირდება – მერია

თბილისის ანძა ცისარტყელას  ფერებში გაანათეს. ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ანძის გაფერადება ლგბტ დროშას არ უკავშირდება. “ანძის შესაძლებლობები გაძლიერდა და ფერები დაემატა. დღეიდან ყოველ შაბათ-კვირას ანძა ამ ფერებში იქნება განათებული,”-აცხადებენ თბილისის მერიაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი