2018 წლის აპრილში ფულადი გზავნილების რაოდენობა 2017 წლის აპრლთან შედარებით 17.1%-ით (18.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში გზავნილების საერთო რაოდენობა 123.9 მლნ აშშ დოლარი (300.5 მლნ ლარი) იყო. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა შემდეგ ქვეყნებზე მოდის: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და ისრაელი.
სებ-ის თანახმად, 2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ეს მაჩვენებელი გასული წლის აპრილში 15.5 მლნ აშშ დოლარი (37.6 მლნ ლარი) იყო.