ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო: #8-ე დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თავი მოიკლა

10 დეკემბერი, 2013 •
სასჯელაღსრულების სამინისტრო: #8-ე დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თავი მოიკლა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულის სამედიცინო დასკვნის ისტორიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მას ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

 

“ციხის დაწესებულების ადმინისტრაციის და სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, ბრალდებულს სასამართლო -ფსიქიატრიული ექსპერტიზაც აქვს ჩატარებული, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

სამინისტროს განმარტებით, მას არ ჰქონდა უფლებამოსილება მსჯავრდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მკურნალობაზე გადაეყვანა, რის სანაცლოდაც საკანში რეგულარულად ნახულობდნენ ფსიქიატრი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

იმის მიუხედავად, რომ მსჯავდებული 24-საათიან ვიდეოკონტროლის ქვეშ იყო, მეთვალყურეებმა ღამის საათებში ვერ შეძლეს დროულად რეაგირება და სუიციდის აღკვეთა, აცხადებს სამინისტრო და დასძენს, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი