ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ხვდება. ეშტონი კიევში დღეს ჩავიდა. იგი უკრაინის მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს.
Ap-ის ცნობით, იანუკოვიჩი უკრაინის ყოფილ სამ პრეზიდნეტს – ვიქტორ იუშენკოს, ლეონოდ კუჩმასა და ლეონიდ კრავჩუკს, შეხვდა. მათთან შეხვედრისას უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქციის ზოგიერთ მონაწილეს გაათავისუფლებს.
სამკვირიანი პროტეტის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე მომიტინგეები მოითხოვენ, რომ ციხიდან გამოუშვან დაკავებული მომიტინგეები. იანუკოვიჩმა მთავარ პროკურორს იმათი გათავისუფლების თხოვნით მიმართა, რომლებსაც არ აქვთ მძიმე დანაშაული ჩადენილი და ჰყავთ ოჯახი ან მცირეწლოვანი ბავშვები.
იანუკოვიჩის დაპირებით, უკრაინა ხვალიდან ევროკავშითან ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებს.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა გაზაფხულზე ხელს მოაწერს ხელშეკრულების რატიფიცირებას, თუ ევროკავშირი უკეთეს ფინანსურ პირობებს შესთავაზებს.
“გვინდა მივაღწიოთ პირობებს, რომელიც უკრაინას დააკამყოფილებს. თუ ამგვარ შეთანხმებასა და კომპორომისს მივაღწევთ, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება”, – განაცხადა იანუკოვიჩმა უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.