ახალი ამბები

მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე ჯგუფი დღეს შეიკრიბება

10 დეკემბერი, 2013 •
მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე ჯგუფი დღეს შეიკრიბება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებაა. 
 
“ამინდის გაუარესებისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო პრემიერ-მინისტრმა საგანგებო უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარება დაავალა”, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 
 
 
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფს მინისტრი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს, ხოლო  ჯგუფის საქმიანობას მეთვალყურეობას პრემიერი უშუალოდ გაუწევს.
 
 
დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები დაესწრებიან, რომლებიც აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან.
 
 
ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე საგანგებოდ შექმნილი ჯგუფი პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი