სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
“დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს,”- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მათივე ცნობით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადებაზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.