“გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კარდიომიოპათია, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი და გულის იშემიური დაავადებაა. მსჯავრდებულ ს.ი-ის 2013 წლის 25 ოქტომბერს ჩაუტარდა გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება. მან გაიარა მკურნალობის კურსი, რომლის დასრულების შემდეგაც, 2013 წლის 2 დეკემბერს ექიმთან ხელახალ ვიზიტზე იმყოფებოდა. ექიმის ჩანაწერის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი. სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.