როგორც “ნეტგაზეთს’ კომპანია ენერგო პრო ჯორჯიას პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს, თუმცა ქალაქის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება. ენერგო პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ იქ დაზიანებულია ორი მაღალი ძაბვის ანძა: პალიასტომი 1 და პალიასტომი 2, რომლებიც სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია და კომპანია დიდწილად დმაოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მათი შეკეთება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კი ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ანძა 19:00 საათისთვის ჩაირთვება.
კომპანიის ცნობით, სრულად ელექტროენერგიის მიწოდება დასავლეთ საქართველოში ხვალისთვის აღდგება.