ახალი ამბები

ანაკლიის პორტის საკითხზე პრემიერი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტს შეხვდა

10 დეკემბერი, 2013 •
ანაკლიის პორტის საკითხზე პრემიერი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ანაკლიის პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.


“ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაინტერესება გამოთქვეს ანაკლიის პროექტის მენეჯმენტით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის განვითარების მათეული ხედვა გააცნეს”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 

 

„კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება გააჩნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი