ქალი, რომელსაც სიცივის მიუხედვად ღამის გათენება გარეთ უწევდა, საპატრიარქოსთან არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც “გაზეთი ბათუმელები” აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. თუმცა თავშესაფარში ადგილები შეზღუდულია და უსახლკარო ქალბატონს, სავარაუდოდ, იქ მხოლოდ ერთი ღამის გათენების საშუალება მიეცემა.
ბათუმში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა უსახლკაროთა რაოდენობასთან დაკავშირებით.
შენიშვნა: საპატრიარქოსთან არსებული თავშესაფარ „სავანეს“ იურისტის ცნობით, თავშესაფარში გადაყვანილ ქალს უკვე გამუყეს ადგილი და ის ამიერიდან „სავანეში“ იცხოვრებს.