ახალი ამბები

57 მილიონზე მეტი ლარი ბიუჯეტს საპროცესო გარიგებებისა და სანქციებისგან

10 დეკემბერი, 2013 •
57 მილიონზე მეტი ლარი ბიუჯეტს საპროცესო გარიგებებისა და სანქციებისგან

ამ სამსახურის უფროსის, ცოტნე ყავლაშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ “საპროცესო გარიგებებიდან გადახდილი თანხა ბიუჯეტში მიიმართება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო სანქციების (ჯარიმები და საურავები) ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე და ცალკე მათი აღრიცხვა არ ხდება”.

 

საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად რომ იზრდება, ჩანს სასამართლოს მონაცემებით. მაგალითად, 2013 წლის 10 თვეში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა 10 440 საქმეზე 12 012 პირის წინააღმდეგ. ამათგან სახელმწიფომ 9467 საქმეზე 10 849 პირს გაუფორმა საპროცესო შეთანხმება.

 

სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, ქართულმა სასამართლომ ყველაზე მეტი საპროცესო შეთანხმება 2010 წელს გააფორმა – სულ 13 345 საქმეზე (15 867 პირთან). 2010 წელს სასამართლომ მთლიანობაში 16 641 სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა განაჩენი, 15 867 პირის წინააღმდეგ.

 

წლების მიხედვით საპროცესო გარიგების გზით ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობა ასე გამოიყურება (წინა წლების მონაცემები ეკუთვნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს):

 

2013 წელი – 57 643 245 ლარი (საპროცესო გარიგება, ჯარიმები და საურავები);

 

2012 წელი – 38 627 586 ლარი;

 

2011 წელი – 51 009 723 ლარი;

 

2010 წელი – 42 361 459 ლარი;

 

2009 წელს – 8 040 392 ლარი.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად საპატიმრო დაწესებულებებში 10 ათასამდე ადამიანი იმყოფება. ამ მხრივ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2010 წელს – 23 ათასი პატიმარი. იმ წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობის მხრივ ევროპაში მესამე ადგილზე იყო.

 

ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა სხვა სახის ჯარიმებიც, მაგალითად, შს სამინისტროს მიერ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმები 2013 წლის 6 თვეში 31 106 828 ლარი იყო.

 

იმავე ორგანიზაციის ინფორმაციით, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯარიმებისგან ბიუჯეტში მიღებული თანხა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმებით მიღებული შემოსავალი 2011 წელს იყო 21 134 952 ლარი, ხოლო 2012 წელს – 18 276 641 ლარი.

 

IDFI-ის გათვლებით, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, წინა წლებთან შედარებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო ჯარიმები 70%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი