რეკომენდაციებზე უსახლკარო პირების საკითხების შეასახებ დღეს, 10 დეკემბერს ომბუდსმენმაც ისაუბრა.
“ჩვენი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, სადაც მოხდება უსახლკაროთა აღრიცხვა, დღეს მსგავსი ბაზა ქვეყანაში არ არსებობს. ასევე უნდა შეიქმნას საბინაო ფონდი და ყველა თვითმმართველობას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ფართი იმისთვის, რომ უზრუნველყოს მოსახლეობა თავშესაფრის და ქვეყანაში უნდა არსებობდეს თავშესაფრები მსგავს შემთხვევებში. 2012 წელს 7500–ზე მეტი განცხადება იყო შესული მხოლოდ თბილისის მერიაში თავშესაფრის მოთხოვნით. მე არ ვსაუბრობ, რომ 7500 ადამიანი არის დღევანდელი მონაცემებით უსახლკარო, მაგრამ ძალიან დიდი რიცხვი, ძალიან დიდი და სერიოზული ნაწილი ამ ადამიანების ალბათ ჯდება უსახლკაროთა კატეგორიაში. სამწუხაროდ, ბიუჯეტში კვლავ არ არის გათვალისწინებული არაფერი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი რეკომენდაცია მდომარეობს სწორედ იმაში, რომ სახელმწიფომ შექმნას თავშესაფარი და არაერთი. სახალხო დამცველი ასევე დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება მიამრთული ქვეყანაში უსახლკაროთათვის თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს უჩა ნანუაშვილი.