“ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტი არსებობდა წლების განმავლობაში, მიმდინარე წელს შეინიშნებოდა, რომ ეს ინსტიტუტი უფრო მეტად გაძლიერდა და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. საჭიროა ამ გამოვლინებასთან ბრძოლა და ხელისუფლებამ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას იქითკენ, რომ კონკრეტული ფაქტები ამ ინსტიტუტის გამოვლენის და კონკრეტული ფაქტები, როცა საუბარია მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერებაზე, გამოვლინდეს და დაისაჯოს შესაბამისად. ის ნაბიჯები, რომელიც არის გადადგმული, მე ვფიქრობ, არ არის საკმარისი”, – განაცხადა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, ამ კუთხით საჭიროა, რომ სახელმწიფომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.