“ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ არასაკმარის ნაბიჯებზე სასჯელაღსრულების სისტემაში გამოვლენილ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოძიების გამჭვირვალობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ უფლებათა დარღვევის მასშტაბებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მწირია ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია. საგანგაშო იყო მთავარი პროკურორის მიერ წამებაში ბრალდებული ერთ–ერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას.
სასამართოს განცხადებით, ვლადიმერ ბედუკაძე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, ’’განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ’’ საპროცესო შეთანხმების შედეგად, იმ პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლდა. მას ბრალი ედებოდა პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში.