ახალი ამბები

უკრაინული მედია კიევში შეტაკების დროს დაშავებულების შესახებ იუწყება

10 დეკემბერი, 2013 •
უკრაინული მედია კიევში შეტაკების დროს დაშავებულების შესახებ იუწყება

გამოცემის თანახმად, აღნიშნულ ადგილზე პროვოკატორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ძალოვანების წინააღმდეგ ჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სწორედ ამ დროს მოხდა შეტაკება და ორივე მხარე დაშავდა. 

 

ღამით “ბერკუტის” დანაყოფებმა და მილიციამ ერთ-ერთ ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ახლოს, მომიტინგეების ბლოკპოსტი და კარვების ქალაქი დაარბიეს.

 

“დღეს შეგვავიწროვეს, არა უშავს, ხვალ ისევ მოვალთ. რაც მეტ ძალას გამოიყენებენ, მით მეტად იქნება ხალხის წინააღმდეგობა,”- აცხადებს უკრაინის ნაციონალური გაერთიანების, “სვაბოდას” ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი ბლოკპოსტის დემონტაჟის შესenახებ.

 

გუშინ, 9 დეკემბრის საღამოს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა ალყაში მოაქციეს მაიდანი, სადაც უკრაინის ევროეინტეგრაციის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობდა. ჯარისკაცებთან მივიდა ოპოზიციური პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო და მათ მოუწოდა, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არ დაარბიონ მშვიდობიანი მომიტინგეები.

 

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის
ფოტო: ოლენა კუტოვენკო ნეტგაზეთისთვის

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი