ახალი ამბები

ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

10 დეკემბერი, 2013 • 1342
ილია მეორე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს კიევში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, დიდად ვწუხვართ. ამიტომაც ჩვენს მრევლს ვაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისათვის”, – ნათქვამია ილია მეორეს განცხადებაში.

 

“ჩვენც, ჩვენის მხრივ, აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ უფალს, გარდამოიხილოს ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხზე, რათა მათ ეს რთული პერიოდი შეძლებისამებრ მშვიდობიანად განვლონ. ,,უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,'”, – აცხადებს ილია მეორე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი