“ამ რამოდენიმე ხნის წინ იყო ლაპარაკი, რომ საპატრიარქოს თურმე 25 მილიონი ასე და ასე… სხვათა შორის, როცა ამ თემაზე იყო ლაპარაკი, ერთი მომენტი ჩემთვის ვიფიქრე, ასე თუ შეიძლება, რომ საპატრიარქოს შემოსავალზე და ფულზე ვილაპარაკოთ, რატომ არ შეიძლება მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, როცა უცხოეთიდან შემოედინება ჩვენთან თანხები, არასამთავრობოებზეა ლაპარაკი, და ისიც შევამოწმოთ, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ იმიტომ ვართ სახელმწიფო, იმიტომ ვართ მთავრობა, იმიტომ გვაქვს კანონები, რომ რაზეც გვიჩნდება კითხვა, გვინდა, რომ მივიღოთ პასუხი. მეც მაინტერესებს ძალიან, როგორც ერთ მოქალაქეს: დემოკრატიით, დემოკრატიის სახელით შემოსული თანხები შეიძლება ჩემს სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს. ხომ შეიძლება. ამიტომ შევამოწმოთ ყველა, ძალიან კარგი იქნება და ყველანი ვიქნებით შემოწმებული”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *