როგორც ხუხაშვილმა გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, მთავრობა თვითონ ეცდება ინერციით, რომ რჩევები მიიღოს მისგან.
“ბიძინა ივანიშვილი იმყოფება იქ, სადაც იყო ყოველთვის. ორი ათწლეულის განმავლობაში იგი ისე ეხმარებოდა ქვეყანას, რომ მისი სურათიც კი არ იცოდა ხალხმა. დღეს არის იმ პოზიციაში. გარკვეულ პაუზასაც აკეთებს. იმ სტატუსს ვეღარ აღიდგენს, რადგან ის უკვე გახდა საჯარო ფიგურა. იქ ვერ დაბრუნდება, მაგრამ არც პოლიტიკაში აპირებს დაბრუნებას.
მე მას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ თავისი სურვილით ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ის, რომ ხელისუფლება შეჩვეული იყო მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას და ძალიან ელემენტარულ რაღაცებსაც კი ურეკავდნენ და მას ეკითხებოდნენ, ინერციით ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რადგან თვითონ ხელისუფლება შეეცდება, რომ მისგან მიიღოს რჩევები რაღაც პერიოდის განმავლობაში. ივანიშვილი ამ ყველაფრისგან მაქსიმალურ დისტანცირებას შეცდება და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაუწევს მათ კონსულტაციას. თავისი ინიციატივით რომ არ ჩაერევა, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
