“ყველა ბლოკპოსტზე დაიწყო შტურმი”, – განაცხადა მან. ვიტალი კლიჩკო, არსენ იაცენიკი და ტიაგნიბოკი ამბობენ, რომ ინციდენტის ადგილებისაკენ მიდიან მომიტინგეებთან ერთად.

 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები ალყაში აქცევენ მაიდანს, სადაც უკრაინის ევროეინტეგრაციის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს. ჯარისკაცებთან მივიდა ოპოზიციური პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო და მათ მოუწოდა, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არ დაარბიონ მშვიდობიანი მომიტინგეები. ოპოზიციური ფრაქციის “ბატკივშინას” ლიდერმა არსენი იაცენუკმა ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, მოუწოდა, “დაიცვან მაიდანი” დარბევისგან.

 

“მაიდანის შტურმი მზადდება. შინაგანი ჯარი მიხაილოვისა და კოსტელნის ქუჩების კუთხეში იმყოფება,” – განაცხადა მან.

 

საავტომობილო საშუალებები, რომლებშიც იმყოფებიან შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, ევრომაიდანზე აღმართული ბარიკადებიდან 150 მეტრში არიან გაჩერებული. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *