ახალი ამბები

შსს-მ “ლიბერთი” ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

18 მაისი, 2018 • 1599
შსს-მ “ლიბერთი” ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე “ლიბერთი” ბანკის დაყაჩაღების ბრადებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს თანახმად, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა.  გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,”-წერია შსს-ს განცხდებაში.

თბილისში, რობაქიძის გამზირზე “ლიბერთი” ბანკის ფილიალი 16 მაისს დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” ბანკში განუცხადეს, ბანკის ფილიალს თავს დაესხა ერთი შეიარაღბული პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი