ახალი ამბები

სუს–მა “ეროვნული ერთობა” გააფრთხილა, ფაშისტური სიმბოლიკა არ გამოიყენოს

18 მაისი, 2018 • 6100
სუს–მა “ეროვნული ერთობა” გააფრთხილა, ფაშისტური სიმბოლიკა არ გამოიყენოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაშისტური გაერთიანება “საქართველოს ეროვნული ერთობა” წერილობით გააფრთხილა, რომ ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის კანონით დადგენილი წესით დაისჯებიან.

სუს–ის ცნობით, “ეროვნული ერთობა” სუს–ში მოქმედმა “თავისუფლების ქარტიის” კომისიამ გააფრთხილა. “თავისუფლების ქარტიის” კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ქუჩებზე ან საზოგადეობრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება.

თუკი “თავისუფლების ქარტიის მიხედვით აკრძალული ქმედება მაინც განხორციელდება, ჯერ გათვალისწინებულია გაფრთხილება, შემდეგ კი, 1000-ლარიანი ჯარიმა.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

როგორც “ეროვნული ერთობის” წევრები, აცხადებენ ისინი ნაციონალ–სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევრები არიან. მათ რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში, სადაც მხარს უჭერენ ქსენოფობიურ და რასისტულ ქმედებებს.

ისინი ასევე მონაწილეობდნენ 12–14 მაისს თბილისში გამართული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართული აქციების საწინააღმდეგოდ.

სუს–მა საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენების აკრძლავის მოთხოვნით “სოციალისტური საქართველოც” გააფრთხილა, თუმცა “სოციალისტურმა საქართველომ” საბჭოთა სიმბოლიკა მაინც გამოიყენა 9 მაისს ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძებაზე. სოციალისტური საქართველო პოლიციას ამის გამო არ დაუჯარიმებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი