ახალი ამბები

ბატკივშინა: ბერკუტი პარტიის ოფისზე შტურმს ახორციელებს

9 დეკემბერი, 2013 •
ბატკივშინა: ბერკუტი პარტიის ოფისზე შტურმს ახორციელებს

 

შეგახსენებთ, რომ კიევში ევროინტეგრაციის და მთავრობის გადადგომის მომხრეთა საპროტესტო აქციები გრძელდება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები ალყაში აქცევენ მაიდანს, სადაც უკრაინის ევროეინტეგრაციის მომხრეების მიტინგი მიმდინარეობს. ჯარისკაცებთან მივიდა ოპოზიციური პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო და მათ მოუწოდა, არ შეასრულონ უკანონო ბრძანება და არ დაარბიონ მშვიდობიანი მომიტინგეები.

 

ოპოზიციური ფრაქციის “ბატკივშინას” ლიდერმა არსენი იაცენუკმა ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, მოუწოდა, “დაიცვან მაიდანი” დარბევისგან. “მაიდანის შტურმი მზადდება. შინაგანი ჯარი მიხაილოვისა და კოსტელნის ქუჩების კუთხეში იმყოფება,” – განაცხადა მან. საავტომობილო საშუალებები, რომლებშიც იმყოფებიან შინაგანი ჯარის წარმომადგენლები, ევრომაიდანზე აღმართული ბარიკადებიდან 150 მეტრში არიან გაჩერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი