17 მაისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ინიციატივით საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. თბილისსა და რეგიონებში ჯვარი 400-მდე წყვილმა დაიწერა.
რიტუალში მონაწილეობა იმ წყვილებმა მიიღეს, რომელთაც ოჯახები უკვე ჰქონდათ შექმნილი, თუმცა- ჯვრისწერის გარეშე. მხოლოდ თბილისში, სამების ეკლესიაში, ჯვარი 55-მა წყვილმა დაიწერა.
საყოველთაო ჯვრისწერა პატრიარქის მიერ გამოცხადებული ოჯახის სიმტკიცის დღის ფარგლებში მოეწყო. ის დაწესდა 2014 წელს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოსულ აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის ერთი წლის შემდეგ.