როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია აცხადებს, შემთხვევის ადგილზე მაშინვე მოხდა პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადის მობილიზება:
“სათბურში მუშაობდა 39 ადამიანი, გამოძახებულ იქნა პოლიცია და სამაშველო სამსახური, გამოყვანილ იქნა მოქალაქეები სათბურიდან, 5 არის გადაყვანილი საავადმყოფოში. ამ დროისთვის უკვე დაიწყო გამოძიება და მიზეზებს აუცილებლად დაადგენს”, – განაცხადა ვალერი თელიამ “კუერიერთან” საუბარში.