ახალი ამბები

უსუფაშვილი: ამინდის მიუხედავად, როგორმე უნდა ჩავაღწიოთ ქუთაისში

9 დეკემბერი, 2013 •
უსუფაშვილი: ამინდის მიუხედავად, როგორმე უნდა ჩავაღწიოთ ქუთაისში

“ჩვენ ავწონ–დავწონეთ შექმნილი მდგომარეობა, მეტეოროლოგიური პირობები არ უმჯობესდება, მაგრამ ჩვენ ვართ შეზღუდული მოქმედი კანონმდებლობით და გარგვეულ ვადებში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის მომავალი წლის ბიუჯეტზე, და აქ კანონი და რეგლამენტი ძალიან მკაცრია. განვიხილეთ თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამას სერიოზული მინუსები აქვს, რადგან პარლამენტშია თავმოყრილი ის მასალები და სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია კომიტეტის სათანადო დონეზე ჩასატარებლად”, – განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ იუსტიციის სახლი, სადაც დროებით იკრიბებოდნენ პარლამენტის წევრები, ასევე არ მუშაობს სრული დატვირთვით:

 

“ამიტომ თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამასობაში ზეგ, ყველა შემთხვევაში მაინც, ქუთაისში პლენარული სხდომაა ჩასატარებელი, ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ყველაფერი რჩება ისე, როგორც იყო. ყველა კომიტეტის სხდომა, როგორც დანიშნული იყო, ჩატარდება ქუთაისში. რაც შეეხება ქუთაისამდე ჩასვლის თემას, პარლამენტის წევრები მიიღებენ სათანადო ზომებს და როგორმე ჩავაღწევთ ქუთაისში, აი, იქიდან მერე უკან რა იქნება, არ ვიცი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი