“უსაშველო პრობლემები არ არის. დილით, როცა მიიყვანეს მშობლემა ბავშვები და ნახეს, რომ შუქი არ იყო, ძალიან ბევრმა უკან წაიყვანა. 24-ე ბაღში – გორაზე, 32-ე ბაღში ორი ბავშვია მხოლოდ, მეტი არ დატოვეს. 35-ე ბაღში საერთოდ არ არის ბავშვი, ყველამ წაიყვანა, მაგრამ ესენი შედარებით პატარა ბაღებია,“ – ამბობს პაქსაძე.
მისივე განმარტებით, რამდენიმე ბაგა-ბაღს ამ დროისთვის ელქტროენერგია არ მიეწოდება:
„მეშვიდე ბაღში, სადაც 317 ბავშია, 3-ჯერ გაითიშა დღეს დენი, მაგრამ ახლა არის. ოცდამეოთხეში გაითიშა და არ მოსულა, ოცდამეთორმეტე ბაღში არ მოსულა, ოცდამეათეშიც არ მოსულა, ოცდამეთხუთმეტეში – ასევე. გარეუბნებში არსებულ ბაღებში და ცოტა მაღალ უბნებში, გორის ბაღებში და რიონჰესის ბაღებში, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ ამ წუთის მდგომარეობით. გვეუბნებიან, რომ დიდთოვლობის გამო გადამცემი ხაზებია დაზიანებული და ვნახოთ, არ ვიცით, როდის ჩართავენ.“
იმერეთში თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოსული ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ქუთაისში. ქალაქში ფეხით სავალი ბილიკები თოვლითაა დაფარული, პრობლემები ექმნებათ ავტომანქანებს გადაადგილებისას.