“ვენეციის კომისიას რაღაცას რომ გაუგზავნი, დასკვნას გამოგიგზავნიან, მაგრამ ეს კომისია, რომელსაც ქვია დემოკრატიის მეშვეობით კანონის უზენაესობის კომისია, იხილავს კონსტიტუციურ მოდელებს, თვითმმართველობის ფუნქციებს, საარჩევნო სისტემებს და არა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, როგორიც არის რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, არა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს, რომელიც ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს ამ კანონის მიღმა, ამიტომ ვენეციის კომისია ვერანაირად ვერ გამოდგება ამ კონკრეტულ საკითხში საბოლოო გადაწყვეტილების შემუშავების საფუძვლად. მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა საზღვარზე სხვადასხვა რეჟიმის დაწესება არის სუვერენიტეტის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება და ვენეციის კომისია ამ კომპეტენციაში და ამ საკითხების განხილვაში ვერაფრით ვერ შევა”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
6-7 დეკემბერს ვენეციის კომისიის სხდომაზე ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ვენეციის კომისიამ ცვლილებები დადებითად შეაფასა.