ახალი ამბები

შეფერხება ქუთაისის საჯარო სკოლებში თოვლის გამო

9 დეკემბერი, 2013 •
შეფერხება ქუთაისის საჯარო სკოლებში თოვლის გამო

ბადრი ვაშაკიძის თქმით, 5 სკოლაში 45-წუთიანი გაკვეთილი 10-10 წუთით შემცირდა, ხოლო 35-ე სკოლაში ელექტროენერგიის გათიშვის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა:


„ასეთ შემთხვევაში დაშვებულია, რომ 10 წუთით შემცირდეს გაკვეთილის დრო და შევამცირეთ, ხოლო 35-ე სკოლაში შეწყდა სასწავლო პროცესი. ეს გამოწვეული არის ელექტროენერგიის სისტემის მოშლის გამო, გათბობა აღარ არის და შევწყვიტეთ. როგორც ვიცით, დღეს გამოსწორდება ელექტროენერგიის პრობლემა. სხვაგან პრობლემები არ არის.”

 

იმერეთში თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოსული ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ქუთაისში. ქალაქში ფეხით სავალი ბილიკები თოვლითაა დაფარული, პრობლემები ექმნებათ ავტომანქანებს გადაადგილებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი