ახალი ამბები

გიგი წერეთელი: უამინდობამ პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა არ უნდა დააჩქაროს

9 დეკემბერი, 2013 •
გიგი წერეთელი: უამინდობამ პარლამენტის ადგილსამყოფელის შეცვლა არ უნდა დააჩქაროს

“ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს, უამინდობა მხოლოდ საქართველოში არ ხდება ხელისშემშლელი ფაქტორი, ამიტომ შესაძლებელია ალბათ რაღაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გავმართოთ პარლამენტის სხდომები, თუ მათი აგმართვა აუცილებელია, შეიძლება გადაიდოს კიდეც. მე მესმის, რომ ეს იქნება დამატებითი არგუმენტი ახალი, უფრო სერიოზული
დისკუსიებისთვის პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამინდის ცვლილების გამო ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად უნდა იყოს მიღებული. პარლამენტის ადგილსამყოფელი არ განისაზღვრა დეპუტატების კომფორტის თვალსაზრისით, ეს განისაზღვრა თავის დროზე იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონი განვითარდეს და ქუთაისი იყოს საპარლამენტო დედაქალაქი”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

გიგი წერეთელი
გიგი წერეთელი

განცხადება იმის თაობაზე, რომ უამინდობამ შესაძლოა პარლამენტის ქუთაისში მუშაობა შეაფერხოს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი