“ხვალისთვის საქართველოს პარლამენტში ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ წუთის მდგომარეობით შეფერხებებია. დღევანდელი და ხვალინდელი პროგნოზი უნდა გავარკვიოთ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სად და როგორ ვიმუშავებთ დღეს და ხვალ. უახლოესი ერთი საათის განმავლობაში ამის შესახებ პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ვაცნობებთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. ქალაქში ფეხით სავალი ბილიკები თოვლითაა დაფარული, პრობლემები ექმნებათ ავტომანქანებს გადაადგილებისას.