ახალი ამბები

იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 45 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

9 დეკემბერი, 2013 • • 1022
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 45 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აღნიშნულ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.


“ბაღდათის და ვანის გარდა, რაჭისა და იმერეთის ყველა ქალაქს ძაბვა მიეწოდება. ძირითადად პრობლემებია მაღალმთიან ზონებში. უამინდობა ხელს უშლის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას მაღალი და დაბალი ძაბვის სპეციალისტები დილიდანვე მუშაობენ ავარიების აღმოსაფხვრელად, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს დაზიანებების აღმოფხვრა და მომხმარებლისთვის ძაბვის მიწოდების აღდგენა,” – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


კომპანიის პიარ-სამსახურის თანამშრომელი თეონა გეგუჩაძე ამბობს, რომ  ნაწილი ფიდერების აღდგენის შემდეგ სხვები ითიშება:


“ჭიათურა-საჩხერეს ჰქონდა ცოტა ხნით ძაბვა გათიშული, მაგრამ უკვე ჩაირთო. ასევე ტვიში იყო ავარიულად გამორთული, უკვე ისიც ჩაირთო და ამარაგებს ტყიბულის ქვედა ზონის სოფლებს. ფიდერები ითიშება ავარიულად ხაზების გაწყვეტის გამო, ხოლო მაღალ ძაბვაში მნიშვნელოვანი ავარიები არ არის.”


იმერეთში თოვა გუშინ საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. მოსული ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა შეიქმნა ქუთაისში. ქალაქში ფეხით სავალი ბილიკები თოვლითაა დაფარული, პრობლემები ექმნებათ ავტომანქანებს გადაადგილებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი